“შოუს აწყობს” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

“შოუს აწყობს” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე

“შოუს აწყობს” - რას წერს მედია კვარაცხელიაზე
20-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში “ნაპოლი” “ტორინოს” ესტუმრა და ანგარიშით 4-0 გაანადგურა. გოლები ოსიმენის (2), კვარაცხელიასა და ნდომბელეს ანგარიშია. ქართველმა შემტევმა აგრეთვე საგოლე გადაცემაც მიითვალა. ეს ნდომბელეს გოლის ეპიზოდში იყო.

ხვიჩამ კვლავ მოახერხა და აალაპარაკა მედია. მის თამაშს კი სხვადასხვა გამოცემა ასე აფასებს:

Tuttomercatoweb – 7.5 ქულა: "ბევრი სივრცე არ აქვს, რადგან მუდმივად ორი მეტოქე ეთამაშება, ამიტომ, ყველაფერს თვითონ იგონებს, სუფთა ფანტაზიიდან გამომდინარე. ოსიმენის გოლამდე ოლივერაზე ქუსლით პასი ოსტატურია, ასევე მოიპოვა პენალტი და გაიტანა, ნდომბელეს კი საგოლე პასი გაუკეთა.

Sportmediaset – 7.5 ქულა: "ოსიმენთან ერთად ქმნის ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე შეუჩერებელ ტანდემს. მოიპოვა და გაიტანა პენალტი, მესამე გოლისას პასი ქუსლით გააკეთა, ბოლოს ნდომბელეს საგოლე გადაცემა მისცა. აბსოლუტურად დომინანტი".

Calcionapoli1926 – 8 ქულა: "თავისი თამაშით შოუს აწყობს. გამოიმუშავა პენალტი და ცივსისხლიანად გაიტანა, შემდეგ საგოლე პასიც გააკეთა. ბურთით თავს თავისუფლად გრძნობს და მეტოქეებს აბრუებს".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი