ნაპოლიმ ამ სეზონში 93-ჯერ გაიტანა | რამდენი მათგანია ხვიჩასა და ოსიმენის ანგარიშზე? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ ამ სეზონში 93-ჯერ გაიტანა | რამდენი მათგანია ხვიჩასა და ოსიმენის ანგარიშზე?

ნაპოლიმ ამ სეზონში 93-ჯერ გაიტანა | რამდენი მათგანია ხვიჩასა და ოსიმენის ანგარიშზე?
19-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლიმ ტორინო 4-0 გაანადგურა და იტალიის ჩემპიონატში წინ 21 ქულით გაიჭრა, ლუჩანო სპალეტის ბიჭებს 71 ქულა აქვთ.

ტურინული კარის აღება ვიქტორ ოსიმენმა 2-ჯერ მოახერხა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და საგოლე პასი შემოგვთავაზა.

ქართველისა და ნიგერიელის მორიგი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ, Spazionapoli-მ ამავე დუეტის გოლების ჯამური მაჩვენებელი წარმოგვიდგინა. როგორც ვკითხულობთ, ნაპოლიმ ყველა ტურნირზე ამ სეზონში 93 გოლი გაიტანა, აქედან კი 58-ში მონაწილეობა კვარამ და ოსიმენმა მიიღეს. ფაქტობრივად, ნაპოლის ყოველი მეორე გოლი ან ხვიჩას, ან ვიქტორის ანგარიშზეა..

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას სერია A-ში 2 აპრილს მილანის წინააღმდეგ გამართავს, მანამდე კი სანაკრებო პაუზა იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი