ნაპოლიმ ტორინო გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ ტორინო გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?

ნაპოლიმ ტორინო გაანადგურა - რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ?
19-03-2023, 19:50
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა იტალიის ჩემპიონატის 27-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ტორინო საკუთარ მოედანზე ნაპოლისთან 0:4 განადგურდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლუჩანო სპალეტიმ შეტევაში ხვიჩასა და ვიქტორის დუეტი დააყენა, აქედან კი ქართველმა გოლი და ასისტი, ხოლო ნიგერიელმა 2 გოლი მიითვალა.

ამ მონაცემებით ნეაპოლური გუნდი სერია A-ს პირველ პოზიციას 71 ქულით იკავებს და უახლოეს მდევარ ინტერს მთელი 21 ქულით უსწრებს. ცნობისთვის, სიმონე ინძაგის გუნდი დღეს ითამაშებს, მათი მეტოქე კი ტურინის იუვენტუსი იქნება.

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას შეფასებას, მას უცხოურმა Sofascore-მ 8.3 სარეიტინგო ქულა დაუწერა. ამ მაჩვენებლით კვარა მხოლოდ ოსიმენს ჩამორჩა, რომელმაც 8.7 მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი