"თუ ხვიჩა ამას იზამს, მაშინ კალაძეს მიუახლოვდება" - იური სიომინი » სპორტის ხაზი

"თუ ხვიჩა ამას იზამს, მაშინ კალაძეს მიუახლოვდება" - იური სიომინი

"თუ ხვიჩა ამას იზამს, მაშინ კალაძეს მიუახლოვდება" - იური სიომინი
20-03-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

რუსმა სპეციალისტმა, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა დამრიგებელმა, იური სიომინმა ქართველ ფეხბურთელზე კომენტარი გააკეთა:

"მსმენია, რომ საქართველოში ზოგიერთი ხვიჩას კალაძეზე მაღლა აყენებს, თუმცა მე სხვაგვარად ვფიქრობ. რასაკვირველია, კვარაცხელიას თამაშისთვის სასწაულის მეტი არაფერი მეთქმის, თუმცა კახა კალაძის გვერდით დგომა ნიშნავს იმას, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგებული უნდა გქონდეს, რაც კალაძემ მილანთან ერთად მოახერხა."

"კვარაზე ბევრი საუბარი იმითაც არის განპირობებული, რომ ის შემტევია, კალაძეს კი დაცვა ევალებოდა. როგორც წესი, მაყურებელს ფორვარდი უფრო იზიდავს და ეს სავსებით გასაგებია."
- იური სიომინი

ცნობისთვის, რუსი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას წლების წინ მოსკოვის ლოკომოტივში წვრთნიდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი