ანტონიო კონტეს ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს? | დეტალები » სპორტის ხაზი

ანტონიო კონტეს ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს? | დეტალები

ანტონიო კონტეს ტოტენჰემიდან წასვლა გადაწყვეტილი აქვს? | დეტალები
19-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ტოტენჰემმა პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრა საუთჰემპტონის წინააღმდეგ გამართა და შეხვედრა ფრედ, 3:3 დასრულდა.

ანტონიო კონტეს გუნდმა მესამე გოლი მატჩის 93-ე წუთზე პენალტით გაუშვა, ბოლო პერიოდის წარუმატებლობამ კი იტალიელი სპეციალისტი ძალიან გააბრაზა:

"აქ ისინი ასე თამაშს მიჩვეულები არიან. მათ ზეწოლისა და სტრესის ქვეშ თამაში არ სურთ. ასეთი ისტორია აქვს ტოტენჰემს. ამ კლუბის მეპატრონე 20 წელია აქ არის, თუმცა არაფერი მოუგიათ, რატომ?"

"ჩვენ ერთი გუნდი არ ვართ. ვართ 11 მოთამაშე, რომლებიც მოედანზე უბრალოდ გადიან. ამ კლუბში ვხედავ ეგოისტ მოთამაშეებს, მოთამაშეებს, რომლებსაც ერთმანეთის დახმარება არ სურთ და მაქსიმუმს არ აკეთებენ."

"აქამდე ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია დამემალა.. რას შეიძლება მივაღწიოთ, თუ კლუბში ასეთი შემართება და დამოკიდებულება იქნება? მე-7 ადგილი? მე-8? თუ მათ ასე უნდათ გაგრძელება, მწვრთნელის შეცვლა მოუწევთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება."
- თქვა კონტემ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ანტონიოს ეს ყველაფერი ყელში ამოუვიდა და კლუბის დატოვება აქვს გადაწყვეტილი, იტალიელი მხოლოდ სეზონის დასრულებას ელოდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი