"აქამდე ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია დამემალა", - კონტემ ტოტენჰემს ღიად შეუტია » სპორტის ხაზი

"აქამდე ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია დამემალა", - კონტემ ტოტენჰემს ღიად შეუტია

"აქამდე ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია დამემალა", - კონტემ ტოტენჰემს ღიად შეუტია
19-03-2023, 16:54
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის პრემიერ ლიგის 28-ე ტურის შეხვედრაში, ტოტენჰემა გასვლაზე საუთჰემპტონის დამარცხება ვერ მოახერხა - ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ანტონიო კონტეს გუნდი 74-ე წუთისთვის 3:1 იგებდა.

მოგვიანებით, ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარი, განრისხებულმა 53 წლის იტალიელმა სპეციალისტმა ტოტენჰემის ფილოსოფიაზე ღიად და დაუფარავად ისაუბრა:

"აქ ასე თამაშს მიჩვეულები არიან, მათ ზეწოლისა და სტრესის ქვეშ თამაში არ სურთ, აი ასეთი ისტორია აქვს ტოტენჰემს. ამ კლუბის მეპატრონე უკვე 20 წელია რაც აქ არის, თუმცა არაფერი მოუგიათ - რატომ?!

აქამდე ვცდილობდი, რომ ეს სიტუაცია დამემალა. რას შეიძლება მივაღწიოთ, თუ კლუბში ასეთი შემართება და დამოკიდებულება იქნება? მე-7 ადგილი? მე-8? თუ მათ ასე უნდათ გაგრძელება, მწვრთნელის შეცვლა მოუწევთ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს სიტუაცია არ შეიცვლება!
", - განაცხადა კონტემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი