"ხვიჩა ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარა" - მაკა ხაჩოშვილი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარა" - მაკა ხაჩოშვილი

"ხვიჩა ნეაპოლში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარა" - მაკა ხაჩოშვილი
19-03-2023, 12:38
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ, ერთ-ერთმა იტალიურმა ვებგვერდმა, კერძოდ Napolipiu-მ ქალაქ ნეაპოლში ქართული კულტურის გამავრცელებელი, მაკა ხაჩოშვილი წარმოგვიდგინა, რომელიც ყურადღებას ხვიჩა კვარაცხელიას გავლენაზე ამახვილებს და ამბობს, რომ კვარა იტალიაში მცხოვრებ პატარა ბიჭებს სოციალურ ინტეგრაციაში დაეხმარა:

"სოციალური და კულტურული კავშირების გასამყარებლად სხვადასხვა დაწესებულებასთან ვთანამშრომლობთ, ესენია: სკოლები, საავადმყოფოები, პრეფექტურები და პროკურატურები. ახლა ძალიან მსურს, რომ ნაპოლისა და მილანის მატჩზე დასასწრები ბილეთი შევიძინო, რადგან კვარას თამაშების გამოტოვება არ შეიძლება, ის ჩვენი ქვეყნის ლეგენდაა, ნამდვილი მამოძრავებელი ძალა, ზუსტად ისეთივე, როგორიც საქართველოს ახალი თაობაა, რომელიც ევროპისკენ მიილტვის. საქართველოში ხვიჩას ჟესტებზეც გიჟდებიან, მაგალითად მისი წვივსაფარი, რომელზეც ქვეყნის დროშაა გამოსახული."

"თუ ნეაპოლის ქუჩებში ისმის ღრიალი, ყვირილი და მხიარულება, ესე იგი ხვიჩამ მორიგი გოლი გაიტანა. ამ ხალხისთვის კვარაცხელია უბრალოდ მხატვარია, რომელიც საქმეს უშუალოდ მინდორზე აკეთებს. ჩვენი ქვეყნისთვის კვარას ღვაწლი უდიდესია, ის საქართველოს ძველ ღირსებას უბრუნებს და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ვხედავ."

"იტალიაში ბევრი ქართველი ბავშვი ცხოვრობს, რომლებსაც საზოგადოებასთან, მით უფრო კი სოციალურ ქსელში ინტეგრაცია უჭირდათ, ეს კი ენის ბარიერისა და სოციალურ-კულტურული დაშორებით აიხსნებოდა. ახლა ყველაფერი შეცვლილია, ხვიჩა კვარაცხელია პატარებს ხალხთან დაახლოებასა და ურთიერთობის ჩამოყალიბებაში დაეხმარა, ბევრი იტალიელი ერთმანეთს ეჯიბრება, რათა ქართველს პირველი დაუმეგობრდეს. ასეთი რამ წარმოუდგენელია, ხვიჩა მორიგ სასწაულს აკეთებს, ის საქართველოს ნამდვილი სიმბოლოა."
- ამბობს მაკა ხაჩოშვილი

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი მომდევნო შეხვედრას დღეს, 18:00 საათზე ტორინოს წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი