პარიზული კლუბის საოცარი განაცხადი - 180 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ! » სპორტის ხაზი

პარიზული კლუბის საოცარი განაცხადი - 180 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ!

პარიზული კლუბის საოცარი განაცხადი - 180 მილიონი ევრო ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ!
18-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული გაზეთი, Corriere dello Sport წერს, რომ პსჟ ხვიჩა კვარაცხელიას შესაძენად 180 მილიონი ევროს გადახდას აპირებს:

"ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პსჟ სრულ მზადყოფნას გამოთქვამს იმისთვის, რათა ნაპოლის ქართველ ვინგერში ასტრონომიულად დიდი თანხა, 180 მილიონი ევრო გადაიხადოს. ცხადია, თუ ეს გარიგება შედგება, მაშინ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ისტორიაში უდიდესი ფინანსური მოგების მომტანი გახდება. წარმოიდგინეთ, კლუბმა ხვიჩა მხოლოდ 10 მილიონად შეიძინა და შესაძლებელია, რომ 18-ჯერ ძვირად გაყიდოს."

"გარდა პარი სენ-ჟერმენისა, ქართველისადმი ინტერესს სხვა წამყვანი კლუბებიც იჩენენ, განსაკუთრებით კი მანჩესტერ სიტი და მადრიდის რეალი გამოირჩევიან, რომლებსაც ფინანსურ ბრძოლაში ჩაბმა თავისუფლად შეუძლიათ."
- წერს იტალიური გაზეთი

ცნობისთვის, ბოლო პერიოდის ორი ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი (ფასის მიხედვით) სწორედ პარი სენ-ჟერმენის ანგარიშზეა, ნეიმარი ბარსელონადან 222, ხოლო კილიან მბაპე მონაკოდან 180 მილიონად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი