"მისცემდა თუ არა 10 ნომერს მარადონა ხვიჩას?" - ჯანფრანკო ძოლას პასუხი » სპორტის ხაზი

"მისცემდა თუ არა 10 ნომერს მარადონა ხვიჩას?" - ჯანფრანკო ძოლას პასუხი

"მისცემდა თუ არა 10 ნომერს მარადონა ხვიჩას?" - ჯანფრანკო ძოლას პასუხი
18-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში დიეგო მარადონას ლეგენდარული 10 ნომრიანი მაისურის საკითხი საკმაოდ გააქტიურდა, რომლის მიკუთვნებასაც ზოგიერთები ხვიჩა კვარაცხელიასთვის ითხოვენ.

ცხადია, ქართველი ფეხბურთელი გენიალურად ირჯება და მსგავსი თემის წამოჭრაც სავსებით ლეგიტიმურია, თუმცა გულშემატკივართა ნაწილს მიაჩნია, რომ კვარა მსგავს სიმაღლეებზე ჯერ არ არის და საერთოდ, დიეგოს ნომერი ყველასთვის ხელშეუხებელი უნდა იყოს.

ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერნეტში ჯანფრანკო ძოლას პასუხი გავრცელდა. აი, რას ამბობს ის:

"დიეგოს 10 ნომერი კვარას? - ეს ძალიან რთული შემთხვევაა. ალბათ, უკეთესი იქნებოდა, რომ ამაზე პასუხი თავად მარადონასგან მიგვეღო, თუმცა, სამწუხაროდ სამყარომ ის დაკარგა. ჩემი აზრით, დიეგო ცოცხალი რომ ყოფილიყო თავის ნომერს ხვიჩას აუცილებლად დაუთმობდა, მაგრამ ამაზე ზუსტ პასუხს ვეღარასდროს მივიღებთ."

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას ტორინოს წინააღმდეგ ხვალ, 18:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი