პარალელი ჟორჟ ვეასთან - MARCA ხვიჩასა და ოქროს ბურთზე წერს » სპორტის ხაზი

პარალელი ჟორჟ ვეასთან - MARCA ხვიჩასა და ოქროს ბურთზე წერს

პარალელი ჟორჟ ვეასთან - MARCA ხვიჩასა და ოქროს ბურთზე წერს
18-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

Marca საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელსაც ორი მთავარი გმირი ჰყავს, ჟორჟ ვეა და ხვიჩა კვარაცხელია. თავის მხრივ, ესპანური გაზეთი ამ ორს ერთმანეთთან ოქროს ბურთის მოგების იდეით აკავშირებს:

"ჟორჟ ვეა ლიბერიაში დაიბადა და იმის შანსი, რომ მას ოქროს ბურთი მოეგო ძალიან დაბალი იყო. დღემდე ასეა, ვეას გარდა, ეს ჯილდო სხვა არცერთ აფრიკელ მოთამაშეს არ მიუღია. ჟორჟ ვეა მილანში ლეგენდარული მარკო ვან ბასტენის ჩასანაცვლებლად მივიდა, ხოლო ხვიჩა კვარაცხელიამ ანალოგიური ნაპოლიში ლორენცო ინსინიეს თვალსაზრისით გააკეთა. რაღაც მხრივ, ვეასა და კვარაცხელიას თავგადასავალი ერთმანეთს ჰგავს, რადგან ლიბერიელმა ფეხბურთელმა მილანის ჩემპიონობაში სადებიუტო სეზონში უდიდესი წვლილი შეიტანა, ხვიჩა კი ნაპოლისთვის ზუსტად იგივეს ახლა აკეთებს."

სხვათაშორის, Marca-მ ესპანეთში მოთამაშე გიორგი მამარდაშვილის მოსაზრებაც ჩაიწერა, რომელიც კვარასა და ოქროს ბურთს შეეხება:

"მას ბავშვობიდან ვიცნობ, ერთად დიდი დრო გვაქვს გატარებული. ხვიჩა საკმაოდ მშვიდი და კარგი ადამიანია, ფეხბურთზე არის შეყვარებული და ასე ცხოვრობს. ვფიქრობ, თუ კვარა დღევანდელ სათამაშო ფორმას შეინარჩუნებს, ის ოქროს ბურთის მოგებას აუცილებლად შეძლებს, რადგან ხვიჩას ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რაც საუკეთესოს უნდა ჰქონდეს."


ცნობისთვის, პოპულარული გამოცემა GOAL-ის ოქროს ბურთის მოგების კანდიდატთა სიაში კვარა მე-5 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი