ამ წუთებში, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში დინამო ბათუმი სტუმრად გაგრას ეთამაშება და მეტოქე პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 ამარცხებს.
ანგარიში მე-19 წუთზე ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯოვინო ფლამარიონმა გახსნა, რასაც 35-ე წუთზე მისი მეორე გოლი და ბომბარდირთა თავაში გალიდერებაც მოჰყვა.
პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში ტაიმის მიწურულს პაატა ღუდუშაურმა დააფიქსირა.
იხილეთ სამივე გოლის ვიდეო: