“ეს კვარასა და ლეაუს დაპირისპირება იქნება” - რას წერს Gazzeta მეოთხედფინალზე » სპორტის ხაზი

“ეს კვარასა და ლეაუს დაპირისპირება იქნება” - რას წერს Gazzeta მეოთხედფინალზე

“ეს კვარასა და ლეაუს დაპირისპირება იქნება” - რას წერს Gazzeta მეოთხედფინალზე
19-03-2023, 13:35
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად “ნაპოლი” ტურნირის აღნიშნულ ეტაპზე “მილანს” დაუპირისპირდება.

ბუნებრივია, იტალიურ დაპირისპირებაზე მედია აქედანვე საუბრობს და საკუთარ პროგნოზს აფიქსირებს. მაგალითად, Gazzeta dello Sport-ის აზრით “პარტენოპეისა” და “როსონერის” დუელში მთავარ როლს ფლანგები ითამაშებენ - საუბარია კვარაცხელიასა და ლეაუზე.

“წარმოუდგენელი დაპირისპირება იქნება. ტეო დი ლორენცოს წინააღმდეგ, ტონალი და ლობოტკა, ოსიმენი და ჟირუ. უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ეს იქნება კვარასა და ლეაოს დაპირისპირება. ფლანგური გარღვევები და გასროლები, ფანტაზია, აქ მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ბედი გადაწყდება” - ვკითხულობთ Gazzeta-ს სტატიაში.

აქვე გეტყვით, რომ პირველი მატჩი 4 აპრილს მილანში გაიმართება, ნეაპოლში კი 18 აპრილს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი