დი კანიო: “ხვიჩას ჩემთან შედარება სამარცხვინოა” » სპორტის ხაზი

დი კანიო: “ხვიჩას ჩემთან შედარება სამარცხვინოა”

დი კანიო: “ხვიჩას ჩემთან შედარება სამარცხვინოა”
18-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის სერია A-ს 26-ე ტურში “ნაპოლიმ” “ატალანტას” 2-0 სძლია. მატჩის მთავარი მომენტი სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას მხრიდან გატანილი ულამაზესი გოლი იყო. ქართველის ქმედებებმა უამრავი გამორჩეული ფეხბურთელი აალაპარაკა.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც კვარას გოლზე ისაუბრა რომის “ლაციოს” კარის ყოფილი დარაჯი, ლუკა მარკეჯანია. მან ხვიჩას მიერ “ატალანტას” კარში გატანილი გოლი პაოლო დი კანიოს გოლს შეადარა “მილანის” კარში.

"ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ვინც ამას ამბობს, ყველა მეზიზღება. იმ პერიოდში უკვე საკმაოდ ხნიერი ვიყავი.

ხვიჩამ ამ სიტუაციაში ბრწყინვალედ იმოქმედა, მცველები თავისკენ მიიზიდა, დრო თითქმის არ ჰქონდა, ტოლოი ჩამოიშორა. ეს ყველაფერი ძალიან
რბილად გააკეთა. ის გენიოსია და ჩემთან შედარება სამარცხვინოა.

ბურთს არც კი უყურებდა და ყველაფერი წარმოუდგენელი სისწრაფით გააკეთა. მიუხედავად მისი სიმაღლისა, გასაოცარი დრიბლინგი აქვს” - ასე ფიქრობს დი კანიო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი