“ლიგის მოგებას ვეცდებით” - რა გეგმები აქვს პოტერს » სპორტის ხაზი

“ლიგის მოგებას ვეცდებით” - რა გეგმები აქვს პოტერს

“ლიგის მოგებას ვეცდებით” - რა გეგმები აქვს პოტერს
18-03-2023, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. აღნიშნულ ეტაპზე ლონდონის “ჩელსის” მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი მადრიდის “რეალი” იქნება. “არისტოკრატების” მთავარმა მწვრთნელმა, გრემ პოტერმა მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

“ვამბობდი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შევეცდებოდით და დარწმუნებული ვარ, დანარჩენ 7 გუნდსაც იგივე გეგმა აქვს. რეალზე კონცენტრაციას მაშინ მოვახდენთ, როცა დრო მოვა, ახლა კი ევერტონთან გასამართ მატჩზე ვართ ორიენტირებული.

კარლო ანჩელოტის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როცა ევერტონის მთავარი მწვრთნელი იყო, მის წინააღმდეგ მითამაშია. ის ჯენტლმენია და კარლოსა და მის კარიერას უდიდეს პატივს ვცემ. ჩემპიონთა ლიგაზე მოპოვებული გამარჯვებები, სტაბილურობა დიდი ხნის განმავლობაში. ეს დაუჯერებელი და საოცარი მიღწევაა.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ჩელსისა” და “რეალს” შორის უკეთესი გუნდი “სიტისა” და “ბაიერნს” შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი