130 მილიონი და მეტი - მანჩესტერ სიტის ბოსები კვარაცხელიაში ასტრონომიულ თანხას იხდიან? » სპორტის ხაზი

130 მილიონი და მეტი - მანჩესტერ სიტის ბოსები კვარაცხელიაში ასტრონომიულ თანხას იხდიან?

130 მილიონი და მეტი - მანჩესტერ სიტის ბოსები კვარაცხელიაში ასტრონომიულ თანხას იხდიან?
22-03-2023, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერით არაერთი გრანდი რომ ინტერესდება, ამას დიდი შეხსენება აღარც სჭირდება.

პარტენოპეის 77-ე ნომერი ევროპაში ბრწყინავს, მის სიკაშკაშესა და მბზინვარებას კი თვალს ვერავინ აშორებს. სწორედ ამიტომ, ნეაპოლურ გუნდს ქართველი შემტევის ზაფხულში შენარჩუნება ძალიან უნდა გაუჭირდეს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც Footballtavern-ის მიხედვით, მანჩესტერ სიტი მზადაა, რომ აურელიო დე ლაურენტისს კვარას სანაცვლოდ 140 მილიონი ევრო შესთავაზოს:

"ქართველმა ტალანტმა თავისი სიტყვა ევროპაში მალევე დააფიქსირა, ის ელიტური ფეხბურთის გამორჩეული წევრია, ამ ბიჭისთვის თვალის მიდევნება კი დიდი სიამოვნების წყაროა. ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში მარადონას ადარებენ, ფეხბურთის ერთ-ერთ დიად ღმერთს. როგორც ჩანს, ხვიჩასთვის ზღვარი ცა და მის მიღმა სივრცეა."

"22 წლის ფეხბურთელი ვიქტორ ოსიმენთან ერთად სერია A-ს მთავარი ვარსკვლავია, ისინი ნაპოლის სკუდეტოსკენ მიუძღვებიან და არ არის გამორიცხული, რომ წარმატებას ჩემპიონთა ლიგაშიც მიაღწიონ."

"რასაკვირველია, ხვიჩა კვარაცხელიას გენიალური თამაშის პარალელურად, პრემიერ ლიგის გიგანტებმა კმაყოფილების ნიშნად თავი უკვე დააქნიეს. როგორც Football Insader-ისგან ვიგებთ, მანჩესტერ სიტის ნიუკასლის კონკურენცია არ აინტერესებს, ქალაქელები მზად არიან, რომ ქართველ ფეხბურთელში 140 მილიონი ევრო გადაიხადონ. მიუხედავად იმისა, რომ კვარაცხელიას მადრიდის რეალიც აკვირდება, სიტის სურს, რომ სარფიანი შეთავაზებით ყველა სხვა გუნდს აჯობოს."

"იმის განხილვაც კი არ არის საჭირო, რომ ხვიჩა კვარაცხელია უმაღლესი ხარისხის მქონე ფეხბურთელია და შესაძლოა, მსოფლიოს ყველაზე პერსპექტიული შემტევია. როგორც იწერება, ახლა ხვიჩა 88 მილიონ ევროდაა შეფასებული, თუმცა ეს ფასი სასაცილოა, აურელიო დე ლაურენტისი ქართველს გაცილებით ძვირს აფასებს, თუმცა სიძვირე მანჩესტერელებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს."
- წერს უცხოური გვერდი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი