"წილისყრაში გაგვიმართლა? - ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ" - ლუჩანო სპალეტი » სპორტის ხაზი

"წილისყრაში გაგვიმართლა? - ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ" - ლუჩანო სპალეტი

"წილისყრაში გაგვიმართლა? - ამას მხოლოდ არაკომპეტენტურები ამბობენ" - ლუჩანო სპალეტი
17-03-2023, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში დაპირისპირება სტეფანო პიოლის მილანთან მოუწევს.

ამ ყველაფრის შესახებ კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ ვისაც მილანი სუსტი მეტოქე ჰგონია, ის ფეხბურთში არაკომპეტენტურია:

"სიმართლე გითხრათ, იტალიურ კლუბთან შეხვედრა არ მსურდა. მე მოვისმინე გულშემატკივართა შეფასებები, რომლებიც ამბობენ, რომ წილისყრაში გაგვიმართლა. სინამდვილეში ყველამ იცის, რომ ჩემპიონთა ლიგა მილანის სახლია, ხოლო ისინი ვინც ამ გუნდს სუსტ მეტოქედ თვლიან არაკომპეტენტურები არიან."

"მხოლოდ იმის თქმა რად ღირს, რომ როსონერიმ ეს ტურნირი ისტორიაში 7-ჯერ მოიგო და მადრიდის რეალის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. მათი სპორტული დირექტორი პაოლო მალდინია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ეს შთამბეჭდავი მაჩვენებელია."

"ვიღაცები ამბობენ, რომ ზოგიერთ ფავორიტს ფინალში გასვლა გაუჭირდება, რადგან მათ საერთაშორისო გამოცდილება არ აქვთ. თუ ამ ლოგიკას დავუჯერებთ, მაშინ მილანს ფინალში უნდა ველოდოთ."
- სპალეტი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი