"ხვიჩას დესტი ჯიბიდან არ ამოუღია და ისევ მილანი?" - გულშემატკივრების სახალისო შეფასებები » სპორტის ხაზი

"ხვიჩას დესტი ჯიბიდან არ ამოუღია და ისევ მილანი?" - გულშემატკივრების სახალისო შეფასებები

"ხვიჩას დესტი ჯიბიდან არ ამოუღია და ისევ მილანი?" - გულშემატკივრების სახალისო შეფასებები
17-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ლუჩანო სპალეტის ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სტეფანო პიოლის მილანს დაუპირისპირდება.

ნეაპოლელები საფლეიოფო სტადიის პირველ შეხვედრას სან სიროზე, ხოლო განმეორებითს საშინაო კედლებში გამართავენ.

სხვათაშორის, მილანისა და ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაში გადაკვეთამ ქართველ გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი გამოიწვია და სოციალურ ქსელში ბევრი სახალისო კომენტარი დაიწერა, გთავაზობთ მათ:

ნაპოლის ფანები

"ხვიჩას დესტი ჯიბიდან არ ამოუღია და ისევ მილანი?"

"კიდევ მილანი კაცო? გრიშა ონიანის და ბადრი შუბლაძის დუეტი გამახსენდა.."

"სპალეტის ცოტა ხნით შვებულებაში წასვლა შეუძლია, ნაპოლი მილანს მწვრთნელის გარეშეც მოუგებს"

"კიდევ კარგი კაკა, რონალდინიო, შევჩენკო, ინძაგი, ზედორფი, გატუზო, მალდინი და კალაძე არ თამაშობენ.."

"გაუშვა მაწონზეო ხო გაგიგიათ? ზუსტად მაგის ანალოგს ნახავთ ხვიჩას და მილანის მცველების შემხედვარე"

"პირველ თამაშში ნაპოლი არ გამოცხადდეს, ტექნიკურად 3-0 წააგოს და მერე 4-0 მოიგოს ცალი ფეხით, ცოტას გაერთობა ხალხი"

"პიოლის მისამართი ვინმემ იცით? ვალერიანის დიდი შეკვრა მინდა გავუგზავნო"

"მერამდენეჯერ უნდა უქნას ნაპოლიმ მილანს"

"მილანი იმ ბავშვს მაგონებს დიდ ბიჭს რომ ეჩხუბება, სცემენ, მაგრამ მაინც არ ნებდება ცოცხალი თავით"

მილანის ფანები

"ნაპოლის სერია A-ში ხვიჩას პონტში ვუჯიგრეთ, მაგრამ ლიგაზე თოთო ბავშვივით ავატირებთ"

"ნაპოლი 1/4 ფინალს პირველად თამაშობს, ეს გუშინდელი ხალხი ვის ემუქრება საერთოდ?"

"ამათ ცისფერ ბუშტს ჟირუ თავის წვეტიანი ცხვირით ჩაფუშავს."

"ნაპოლი ნახევარფინალში? უნახავმა რა ნახაო.."

"კვარა მიყვარს, მაგრამ ხიხო ნეაპოლელები რა დღეში არიან?"

"ნაპოლის ფლუგენგეგენჰოლენის თქმაც არ უშველის.."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი