21 წლამდელთა განაცხადი ლატვიასთან მატჩისთვის ცნობილია » სპორტის ხაზი

21 წლამდელთა განაცხადი ლატვიასთან მატჩისთვის ცნობილია

21 წლამდელთა განაცხადი ლატვიასთან მატჩისთვის ცნობილია
18-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

26 მარტს საქართველოს 21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები თურქეთში, ქალაქ ბელეკში ლატვიის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება. აგრეთვე ჩანიშნული იყო შეხვედრა ბულგარეთთანაც, მაგრამ როგორც ცნობილი გახდა, აღნიშნული მატჩი ტექნიკური მიზეზით გაუქმდა.

რამაზ სვანაძემ ლატვიასთან შეხვედრისთვის შემდეგი ფეხბურთელები იხმო:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), ივა გელაშვილი (საბურთალო), მათე აბულაძე (სამტრედია), ალექსანდრე კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), თორნიკე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გვიშიანი (სამტრედია).

ნახევარმცველები: გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ნიუკასლ ჯეტსი, ავსტრალია), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ოთარ ფარულავა (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), ნიკა ხორხელი (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი გაგუა (რეალ იუნიონი, ესპანეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი