კვარა თუ ლეაო? - მილანის მწვრთნელმა ნაპოლისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

კვარა თუ ლეაო? - მილანის მწვრთნელმა ნაპოლისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა

კვარა თუ ლეაო? - მილანის მწვრთნელმა ნაპოლისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
17-03-2023, 18:50
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე მოგახსენეთ, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის მეტოქე იტალიური მილანი იქნება.

წილისყრა ჟურნალისტებთან საუბრისას მილანელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ შეაფასა:

"მესმის, რომ ნაპოლი ძალიან რთული მეტოქეა, თუმცა ჩვენ 8 საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და იოლი ოპონენტი ფიზიკურად ვერ გვეყოლებოდა. მილანი ვართ და გვსურს, რომ წინსვლა გავაგრძელოთ.

მართალია, ნაპოლი სერია A-ში უკეთ ასპარეზობს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სხვა ტურნირია. სპალეტისთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს და ყოველთვის ვთლიდი, რომ ის შესანიშნავი სპეციალისტი იყო.

იმის თქმა რთულია, ხვიჩაა უკეთესი ფეხბურთელი თუ ლეაო, რადგან მათ განსხვავებული მახასიათებლები აქვთ - ვიმედოვნებ, რომ ორი ძლიერი გუნდის მონაწილეობით გამართულ კარგ მატჩებს ვიხილავთ
", - განაცხადა პიოლიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი