"რონალდოს ეშინია, რომ მის შვილს ეს არ გამოუვა", - ხაბიბ ნურმაგომედოვმა პორტუგალიელთან საუბარი გაიხსენა » სპორტის ხაზი

"რონალდოს ეშინია, რომ მის შვილს ეს არ გამოუვა", - ხაბიბ ნურმაგომედოვმა პორტუგალიელთან საუბარი გაიხსენა

"რონალდოს ეშინია, რომ მის შვილს ეს არ გამოუვა", - ხაბიბ ნურმაგომედოვმა პორტუგალიელთან საუბარი გაიხსენა
17-03-2023, 18:05
Aa Aa
გაზიარება:

სპორტის მოყვარულებს კრიშტიანო რონალდოს და ხაბიბ ნურმაგომედოვის მეგობრობის შესახებ კარგად მოგეხსენებათ.

დაღესტნელმა მებრძოლმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ პორტუგალიელი ვარსკვლავი მას შვილის თაობაზე ხშირად წერს და ნერვიულობს, რომ უმცროს რონალდოს შესაძლოა საფეხბურთო კარიერაში "შიმშილის" ის გრძნობა არ გააჩნდეს, რაც თავის დროზე რონალდოს ჰქონდა.

"ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ და ყოველდღიურად ვუგზავნით ერთმანეთს მესიჯებს, მაგრამ პირისპირ ბოლო შეხვედრაში, რონალდოსთან მოტივაციის წყაროებზე ვისაუბრე.

მან მითხრა, რომ სურდა მისი ვაჟი ისეთივე წარმატებული გამხდარიყო, როგორიც თავადაა, თუმცა ეშინოდა, რომ ეს ასე ვერ მოხდებოდა, რადგან როცა რონალდო იმავე ასაკის იყო, მას უბრალოდ ბუცებზე ოცნება შეეძლო, უმცროს რონალდოს კი ყველაფერი აქვს რაც სჭირდება და ამიტომ წუხდა, რომ შესაძლოა ის "შიმშილი" ვერ ეგრძნო, რასაც თავად გრძნობდა ბავშვობაში.

ფაქტობრივად, ადამიანებს შიმშილის გრძნობა ამოძრავებთ, ყველას სჭირდება მოტივაცია და სურვილი, რომ რაღაცეებს მიაღწიოს. როცა ყველაფერი გაქვს, ძნელია იპოვოთ მოტივაციის სათანადო წყარო
", - განაცხადა ხაბიბმა.

ცნობისთვის, კრიშტიანო რონალდოს შვილი იუვენტუსის აკადემიის ნაწილია და Business Insider-ის ცნობით, 2019 წელს მან 28 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი