"ვეტორი დოლიძეს მოუგებს, შეგიძლიათ ფსონად სახლიც დადოთ" - ჰენრი სეხუდო » სპორტის ხაზი

"ვეტორი დოლიძეს მოუგებს, შეგიძლიათ ფსონად სახლიც დადოთ" - ჰენრი სეხუდო

"ვეტორი დოლიძეს მოუგებს, შეგიძლიათ ფსონად სახლიც დადოთ" - ჰენრი სეხუდო
18-03-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ UFC-ის საშუალო წონის ქართველი წარმომადგენელი, რომან დოლიძე მომდევნო ბრძოლას კვირას, 01:00 საათზე იტალიელი მარვინ ვეტორის წინააღმდეგ გამართავს.

ამავე დაპირისპირების შესახებ პროგნოზი გააკეთა სუპერმსუბუქი წონის ყოფილმა ჩემპიონმა, ჰენრი სეხუდომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ვეტორი დოლიძეს აუცილებლად დაამარცხებს:

"რომან დოლიძისა და მარვინ ვეტორის ბრძოლა დიდი სანახაობა იქნება. ქართველის ბოლო შეხვედრებს თვალს ვადევნებდი, რომანი შესანიშნავად გამოიყურებოდა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დოლიძეს მხოლოდ 13 ბრძოლა აქვს გამართული, მარვინს კი თითქმის 2-ჯერ მეტი."

"მიმაჩნია, რომ სპორტის ამ სახეობაში გამოცდილება გადამწყვეტ როლს თამაშობს, იტალიელს კი ქართველთან უპირატესობა სწორედ ამ თვალსაზრისით აქვს. მენდეთ, ვეტორი დოლიძეს აუცილებლად მოუგებს, შეგიძლიათ ფსონად სახლიც კი განათავსოთ."
- ჰენრი სეხუდო

სხვათაშორის, ჰენრი იმასაც ამბობდა, რომ პიოტრ იანი მერაბ დვალიშვილს დაამარცხებდა, მაგრამ ქართველმა მებრძოლმა რუსი მეტოქე თავიდან ბოლომდე გაანადგურა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი