"კვეკვესკირის შემოსვლამ ლეხი მოგებამდე მიიყვანა" - პოლონური პრესა » სპორტის ხაზი

"კვეკვესკირის შემოსვლამ ლეხი მოგებამდე მიიყვანა" - პოლონური პრესა

"კვეკვესკირის შემოსვლამ ლეხი მოგებამდე მიიყვანა" - პოლონური პრესა
17-03-2023, 19:00
Aa Aa
გაზიარება:

კონფერენს ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ლეხმა დიურგარდენი 0-3 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ნიკა კვეკვესკირი მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა, რამაც პოლონურ გუნდს დიდი წარმატება მოუტანა, - ნიკამ გოლი გაიტანა, შემდეგ კი საგოლე პასიც მიითვალა.

აი, როგორ შეაფასეს პოლონეთში ქართველი ფეხბურთელის ასპარეზობა: "ეს ლეხის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცვლილება იყო. ნიკა კვეკვესკირი მოედანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც შვედები შეტევების წამოწყებას ცდილობდნენ, ქართველმა კი თავისი მშვენიერი ტექნიკით ლეხის წისქვილზე დაასხა წყალი."

"ნიკა ლაღად და თავისუფლად თამაშობდა, ბურთი კი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. კვეკვესკირის სითამამე ლეხისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, ქართველმა ფეხბურთელმა ისეთი პერფორმანსი წარმოგვიდგინა, რაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრება."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი