გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება » სპორტის ხაზი

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება

გურამ ქუთათელაძე ოქტაგონს უბრუნდება
17-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც შვედური გამოცემა Frontkick-ი გვამცნობს, ქართველი მებრძოლი, გურამ ქუთათელაძე UFC-ის ღონისძიებაზე 10 ივნისს იჩხუბებს. აღნიშნული ღონისძიება კანადაში გაიმართება. გურამი კი ჯონ მაკდესს დაუპირისპირდება.

ქართველის მეტოქემ UFC-ში 19 ბრძოლა გამართა, აქედან 11 მოიგო და 8 წააგო. ქუთათელაძის სტატისტიკა კი ასეთია - MMA-ში 12 მოგება და 3 წაგება.

შეგახსენებთ, რომ გურამი 2022 წლის 21 იანვარს ტიაგო მოიზესთან ბრძოლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჩაეხსნა. საბედნიეროდ ქუთათელაძე ამ დროისთვის სრულ მზადყოფნაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი