სქოულზი: “ოსიმენი დროგბას სტილის თავდამსხმელია” » სპორტის ხაზი

სქოულზი: “ოსიმენი დროგბას სტილის თავდამსხმელია”

სქოულზი: “ოსიმენი დროგბას სტილის თავდამსხმელია”
17-03-2023, 14:30
Aa Aa
გაზიარება:

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ზოგადად, ფეხბურთის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პერსონამ, პოლ სქოულზმა BT Sport-ის ეთერში ისაუბრა. ინგლისელმა გაამხილა, თუ რომელი შემტევის ხილვა სურს “წითელ ეშმაკებში.”

”არ მგონია, რომ ტოტენჰემიდან კეინი გადმოვიდეს. დანიელ ლევისთან საქმის დაჭერა რთულია, მან შეიძლება სატრანსფერო ფანჯრის ბოლო წუთებამდე მიგიყვანოს, გაიმედოს, ბოლოს კი ხელცარიელი დაგტოვოს.

მგონია, რომ სხვა ფეხბურთელებიც არსებობენ, მაგალითად ოსიმენი. მისი თამაში ბევრჯერ არ მაქვს ნანახი, მაგრამ მასში დროგბას ტიპის ცენტრფორვარდს ვხედავ, ანუ უფრო ჩელსის სტილზე მორგებული. მისცემენ მას იუნაიტედში საჭირო გადაცემებს? ეს სხვა თემა” - აცხადებს სქოულზი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი