ძოლა: “მარადონა კვარას ათნომრიან მაისურს მისცემდა” » სპორტის ხაზი

ძოლა: “მარადონა კვარას ათნომრიან მაისურს მისცემდა”

ძოლა: “მარადონა კვარას ათნომრიან მაისურს მისცემდა”
17-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა “ნაპოლიმ” დიეგო არმანდო მარადონას პატივსაცემად ათნომრიანი მაისური გააუქმა. ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი ასპარეზობიდან გამომდინარე უამრავი ადამიანი საუბრობს, რომ ქართველი ათნომრიან მაისურს იმსახურებს. ამ ადამიანთა შორის იტალიური ფეხბურთის გამორჩეული პერსონა ჯანფრანკო ძოლაა.

“რთული შეკითხვაა. დიეგო, რომ დღეს აქ ყოფილიყო, სწორი იქნებოდა ეს კითხვა მისთვის დაგვესვა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის კვარაცხელიას 10-იანს მისცემდა. თუმცა დიეგო ჩვენთან აღარ არის. ასე რომ, ახლა ეს ყველაფერი უფრო რთული ხდება” - თქვა ძოლამ Prime Video-სთან საუბრისას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი