"გერმანელები ნეაპოლის დარბევას ამ მიზეზით ხსნიან" - SpazioNapoli » სპორტის ხაზი

"გერმანელები ნეაპოლის დარბევას ამ მიზეზით ხსნიან" - SpazioNapoli

"გერმანელები ნეაპოლის დარბევას ამ მიზეზით ხსნიან" - SpazioNapoli
16-03-2023, 22:22
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ ნაპოლისა და აინტრახტის განმეორებითი შეხვედრის დაწყებამდე ქალაქ ნეაპოლში სრული ქაოსი იდგა, რომელიც გერმანული გუნდის ულტრასებმა მოაწყვეს.

როგორც გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდან ვიხილეთ, აინტრახტის გულშემატკივრებმა მაღაზიის ვიტრინები, მოქალაქეთა მანქანები და სხვა უამრავი რამ დალეწეს, ამ ყველაფრის შეჩერებას კი ადგილობრივი პოლიცია ცდილობდა.

რამდენიმე წუთის წინ, ერთ-ერთ ნეაპოლურ ვებგვერდზე, კერძოდ SpazioNapoli-ზე იმ მიზეზის შესახებ დაიწერა, რომლითაც გერმანელები თავს იმართლებენ:

"მე მყავს ქალიშვილი გერმანიაში, რომელიც ადგილობრივ სპორტულ მედიას ეცნობა და მანვე მითხრა, რომ აინტრახტის ქომაგების გაბრაზება იმან გამოიწვია, რომ მათ მატჩის ყურების უფლებას არც სტადიონიდან, არც კლუბებსა და ბარებში აძლევდნენ."
- ამბობს Mediaset-ის ჟურნალისტი, ანტონიო ბარტოლომუჩი

ცნობისთვის, ჯერჯერობით აინტრახტის სასჯელის სიმძიმე უცნობია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი