"ედენ აზარისგან ჯერ შორს ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი » სპორტის ხაზი

"ედენ აზარისგან ჯერ შორს ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი

"ედენ აზარისგან ჯერ შორს ვარ" - ხვიჩა კვარაცხელიას კომენტარი
16-03-2023, 23:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, გუშინ ნაპოლიმ აინტრახტი 3-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ისტორიაში პირველად გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა ჟურნალისტებმა შეკითხვებზე პასუხების მისაღებად ხვიჩა კვარაცხელია გააჩერეს, რომელიც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მადრიდის რეალის ბელგიელ ფეხბურთელს, ედენ აზარს შეადარა.

აი, რა თქვა ამავე შედარების შესახებ ქართველმა ფეხბურთელმა: "ედენ აზარი ძალიან დიდი ფეხბურთელია. ალბათ, მის დონემდე ბევრი მიკლია, თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რათა წარმატებული ვიყო და ჩემივე მაქსიმუმს მივაღწიო."

შეგახსენებთ, რომ წილისყრა შვეიცარიის ქალაქ ნიონში პარასკევს გაიმართება, დაწყების დროდ 15:00 საათი არის შერჩეული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი