კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ამ გუნდთან სურს » სპორტის ხაზი

კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ამ გუნდთან სურს

კარლო ანჩელოტის ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში ამ გუნდთან სურს
16-03-2023, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

კარლო ანჩელოტის რეალმა ლივერპული 1-0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში კვალიფიცირდა, იტალიელმა სპეციალისტმა კი ის გუნდი დაასახელა, რომელთანაც ფინალში შეხვედრას ისურვებდა:

"ალბათ, ეს მილანია. ცხადია, მათთან მომდევნო ეტაპზეც თამაში განსაკუთრებული იქნებოდა, თუმცა მილანთან სტამბოლში ფინალის თამაში, ეს სულ სხვა ემოციებს მაძლევს. ვფიქრობ, ჩვენი შეხვედრით ბედნიერნი როგორც მადრიდის, ისე მილანის გულშემატკივრები იქნებოდნენ."

"ფავორიტები ჩვენ ვართ? - არ ვიცი, ფინალამდე შორი გზაა და ყველა გუნდი ძალიან სახიფათოა, მათ შორის ლუჩანო სპალეტის ნაპოლიც, რომელმაც სერია A-ში სიტუაცია თითქმის უკვე მოაგვარა და ფოკუსირება ჩემპიონთა ლიგაზე შეუძლია."
- კარლო ანჩელოტი

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალური სტადიის წილისყრა ხვალ, ჩვენი დროით 15:00 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი