"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაში შორს წასვლა შეუძლია, სხვა იტალიურ კლუბებზე იგივეს ვერ ვიტყვი" - ფაბიო კაპელო » სპორტის ხაზი

"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაში შორს წასვლა შეუძლია, სხვა იტალიურ კლუბებზე იგივეს ვერ ვიტყვი" - ფაბიო კაპელო

"ნაპოლის ჩემპიონთა ლიგაში შორს წასვლა შეუძლია, სხვა იტალიურ კლუბებზე იგივეს ვერ ვიტყვი" - ფაბიო კაპელო
17-03-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ გუშინდელ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში ნაპოლიმ აინტრახტი 3-0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე კვალიფიცირდა.

ამავე მატჩის შეფასება იტალიის ფეხბურთის ლეგენდას, ფაბიო კაპელოს Sky-ის ჟურნალისტებმა სთხოვეს, კაპელომ კი ნეაპოლელი ხალხისა და მათი საყვარელი გუნდის გულშემატკივრებისთვის საამებელი რამ თქვა:

"ნაპოლის თამაში მომეწონა, განსაკუთრებით მათი კონცენტრაციის უნარი და თავმდაბლობის კარგი მაჩვენებელი. როგორც ნახეთ, გერმანელებმა ძალიან ბევრი ირბინეს და მეტოქისთვის პრობლემების შექმნა სცადეს, თუმცა სპალეტის გუნდმა ყველაფერს თავი სრული სიმშვიდით გაართვა."

"ჩემი აზრით, ნაპოლის შეუძლია, რომ ამ ტურნირზე საკმაოდ შორს წავიდეს და ისტორია დაწეროს. სამწუხაროდ, ანალოგიურის თქმა სხვა იტალიურ კლუბებზე არ შემიძლია, ნეაპოლელები გაცილებით ძლიერები და სტაბილურები არიან."
- ფაბიო კაპელო


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი