გიორგი მოისწრაფიშვილს სერია A-სა და ლიგა 1-ის გუნდები აკვირდებიან » სპორტის ხაზი

გიორგი მოისწრაფიშვილს სერია A-სა და ლიგა 1-ის გუნდები აკვირდებიან

გიორგი მოისწრაფიშვილს სერია A-სა და ლიგა 1-ის გუნდები აკვირდებიან
17-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე ქვეყნის მედიაში ერთბაშად იწერება საქართველოს ნაკრებისა და თბილისის დინამოს ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი მოისწრაფიშვილის ტრანსფერის შესახებ, რომლის განხორციელებაც სხვადასხვა ცნობილ გუნდებს სურთ.

მაგალითისთვის, როგორც Tuttomercatoweb-ისგან ვიგებთ, იტალიაში გიორგისადმი ინტერესი დიდია, განსაკუთრებით კი სასუოლო გამოირჩევა, რომელიც სეზონის ბოლომდე მოისწრაფიშვილს აქტიურად დააკვირდება.

გარდა ამისა, იწერება ფრანგული ტულუზის ინტერესის შესახებაც, რასაც თან სდევს შვეიცარიული ბაზელის, ბულგარული ლუდოგორეცისა და დანიური კოპენჰაგენის ინტერესიც. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის რიგებში ქართველი ფეხბურთელი, დავით ხოჭოლავა თამაშობს.

ამდენად, უახლოესი მატჩები გიორგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მისი კარგი და სტაბილური თამაში არის უშუალოდ კავშირში მაღალი დონის ჩემპიონატში გადაბარგებასთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი