მარიო რუი: “ხვიჩას წარმოუდგენელი სეზონი აქვს” » სპორტის ხაზი

მარიო რუი: “ხვიჩას წარმოუდგენელი სეზონი აქვს”

მარიო რუი: “ხვიჩას წარმოუდგენელი სეზონი აქვს”
16-03-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ “ნაპოლიმ” “აინტრახტი” 3-0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5-0) და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. მატჩის დასრულების შემდგომ მარიო რუიმ მედიასთან კომენტარი დააფიქსირა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

“მას წარმოუდგენელი სეზონი აქვს. გადმოსვლის დღიდან ვხედავდი, როგორი მოთამაშე იყო და როგორი შეუძლია გახდეს. მას საკმაოდ ბევრი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო განვითარდეს. ამ შემთხვევაში გუნდის დამსახურებაც დიდია, რადგან სწორედ ეს გუნდი აძლევს ფეხბურთელებს შესაძლებლობას, რომ ინდივიდუალური კუთხით თავი მაქსიმალურად წარმოაჩინონ” - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი