ოლივერ გლასნერი: “ნაპოლი ძალიან მაღალ დონეზეა” » სპორტის ხაზი

ოლივერ გლასნერი: “ნაპოლი ძალიან მაღალ დონეზეა”

ოლივერ გლასნერი: “ნაპოლი ძალიან მაღალ დონეზეა”
16-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მიგეხსენებათ, “ნაპოლიმ” “აინტრახტი” ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 5-0 დაამარცხა და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა. გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდგომ მედიასთან ასეთი კომენტარი დააფიქსირა:

“ვეცადეთ,მაგრამ ეს შეუძლებელი იყო. ნაპოლი უფრო ძლიერია. მე ვამაყობ იმით, როგორც ვითამაშეთ და ვეცადეთ. შენ შედეგი უნდა მიიღო. გიოტცესთან ერთად რამდენიმე მომენტი გვქონდა, როცა მეტის მიღება შეგვეძლო. კოლო მუანიზე არ უნდა ვისაუბროთ.

ნაპოლიმ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ისინი ევროპის ტოპ კლუბების დონეზე იმყოფებიან. მათ 30 წლის შემდეგ სკუდეტოს სახლში აბრუნებენ. ისინი წარმოუდგენლად მტკიცენი არიან. სერია A-ში ძალიან კარგად თამაშობენ, მე მათ ძალიან ძლიერ გუნდად ვხედავ. ისინი უმაღლეს დონეზე იმყოფებიან, როგორიც ბაიერნია.”

აქვე გეტყვით, რომ მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა ხვალ, 15:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი