"წარმატებისთვის ყველა საჭირო თვისება გააჩნია" - ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე » სპორტის ხაზი

"წარმატებისთვის ყველა საჭირო თვისება გააჩნია" - ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"წარმატებისთვის ყველა საჭირო თვისება გააჩნია" - ტიერი ანრი ხვიჩა კვარაცხელიაზე
15-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში ვრცელდება ფეხბურთის ლეგენდის, ტიერი ანრის კომენტარი, რომელიც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ გააკეთა. აი, რა თქვა ანრიმ:

"ეს ბიჭი განსაკუთრებულია, მას ყველა საჭირო თვისება გააჩნია, რათა სრულყოფილ ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს. ხვიჩას იოლად შეუძლია, რომ მეტოქე გუნდის მცველები გამუდმებულ წნეხში ამყოფოს. გარდა ამისა, მისი ბურთის ფლობის უნარიც ნამდვილად შესაშურია."

"ვფიქრობ, ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი ერთმანეთს დამატებით ძალებს აძლევენ, მათ საოცარი ურთიერთგაგება აქვთ, რაც ფანტასტიკურ შედეგებს განაპირობებს."

"იმედი მაქვს, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდება. იმ შემთხვევაში თუ ისინი ჩემპიონთა ლიგასაც ტრიუმფით დაასრულებენ, ეს სრული სიგიჟე და საოცრება იქნება."
- ტიერი ანრი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი