"ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი ნაპოლია" - აღიარება პეპ გვარდიოლასგან » სპორტის ხაზი

"ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი ნაპოლია" - აღიარება პეპ გვარდიოლასგან

"ამ მომენტისთვის ევროპის საუკეთესო გუნდი ნაპოლია" - აღიარება პეპ გვარდიოლასგან
16-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინწინ, მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებითი შეხვედრა გამართა, რომელშიც მან გერმანული ლაიფციგი 7:0 გააცამტვერა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მანჩესტერელთა დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტის კითხვაზე თუ ვინ არის ევროპის საუკეთესო გუნდი, პეპმა ასეთი პასუხი გასცა:

"ვფიქრობ, ასეთები ახლა არსენალი და ნაპოლი არიან, ეს გუნდები შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობენ, მათი ხილვა გულშემატკივრისთვის დიდი სიამოვნების წყაროა." - თქვა პეპმა

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა პარასკევს, 15:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაპოლის მომავალ მეტოქეს გავიგებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი