"ხვიჩა კვარაცხელია გარემარბებს შორის მხოლოდ მას ჩამორჩება" - ნაპოლის ყოფილი მოთამაშე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კვარაცხელია გარემარბებს შორის მხოლოდ მას ჩამორჩება" - ნაპოლის ყოფილი მოთამაშე

"ხვიჩა კვარაცხელია გარემარბებს შორის მხოლოდ მას ჩამორჩება" - ნაპოლის ყოფილი მოთამაშე
15-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაბიანო სანტაკროსემ როგორც თავისი ძველი გუნდის ამჟამინდელ სათამაშო ფორმაზე, ისე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

"ნაპოლიმ აინტრახტის დასამარცხებლად გერმანიაში დიდი ნაბიჯი გადადგა, თუმცა გუნდები ასეთ დროს უპატიებელ შეცდომას უშვებენ ხოლმე იმით, როცა სათანადოდ არ ემზადებიან. ასეთ დროს სწორი ფსიქოლოგიური განწყობაა საჭირო, რაც ნაპოლის არასდროს ეშლება ხოლმე, ისინი ბრწყინვალედ გამოიყურებიან."

"ხვიჩა კვარაცხელიამ ატალანტასთან გენიალური გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ტოლოისგან შეცდომა ვნახეთ, ეს კვარას შედევრს არ აკნინებს, მან საოცრად იმოქმედა და დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა."

"ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო გარემარბი ვინისიუს ჟუნიორია, მის შემდეგ კი უეჭველად ხვიჩა კვარაცხელია მოდის, რომელსაც კიდევ უფრო განვითარების მშვენიერი შესაძლებლობა აქვს."
- თქვა სანტაკროსემ


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი