"10 ნომერი კვარას? არა, ეს მაისური ხელშეუხებელია!", - მარადონას შვილი ხვიჩას სათამაშო ნომერზე » სპორტის ხაზი

"10 ნომერი კვარას? არა, ეს მაისური ხელშეუხებელია!", - მარადონას შვილი ხვიჩას სათამაშო ნომერზე

"10 ნომერი კვარას? არა, ეს მაისური ხელშეუხებელია!", - მარადონას შვილი ხვიჩას სათამაშო ნომერზე
17-03-2023, 21:29
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო დღეების განმავლობაში, იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო ნომერთან დაკავშირებული თემა წინა პლანზე წამოიწია - ბევრი იწერება იმის თაობაზე, რომ ხვიჩას თხოვნის შემთხვევაში, ლუჩანო სპალეტი მას 10-ნომრიანი მაისურის ჩაცმის უფლებას მისცემს.

აღნიშნულზე კომენტარი ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო სინაგრამაც გააკეთა და აღნიშნა, რომ 10-ნომრიანი მაისური ნაპოლიში ხელშეუხებელია.

"10 ნომრიანი მაისური კვარას? მას შეუძლია ნებისმიერი მაისური აიღოს, გარდა 10-ისა. ის მნიშვნელოვანი და ძლიერი მოთამაშეა, დღევანდელი ნაპოლის ნამდვილი ლიდერი, ხვიჩა ყველაფერს კარგად ართმევს თავს.

ერთადერთი რისი დარწმუნებით გამეორბაც მსურს არის ის, რომ 10 ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია
", - განაცხადა სინაგრამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი