სპალეტი: “დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ” » სპორტის ხაზი

სპალეტი: “დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ”

სპალეტი: “დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ”
15-03-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს შინ “აინტრახტის” წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გერმანიაში ჩატარებული მატჩი “პარტენოპეის” გამარჯვებით 2-0 დასრულდა.

შეხვედრის წინ იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მედიასთან ისაუბრა:

"მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ჯერ კიდევ 50-50%-ზეა. პროცენტულად არცერთ გუნდს არ აქვს უპირატესობა. აინტრახტი მკაცრი და ძლიერი მეტოქეა. დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თითქოს ეს იყოს სეზონის პირველი ფინალი, რადგან მას კლუბის ისტორიაში ბევრი რამის განსაზღვრა შეუძლია.

არცერთ მეტოქეს არ ვუყურებთ ზევისან. უნდა გვახსოვდეს, რომ აინტრახტმა შარშან ბარსელონა დაამარცხა. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ დიდი გუნდი გავხდეთ, დიდი ისტორია ჩვენი ქალაქისთვის. ჩვენ გვყავს თავმდაბალი შემადგენლობა, რომელიც სავსეა პროფესიონალიზმით და თანაგუნდელებისთვის თავგანწირვის სურვილის მქონე ფეხბურთელებით.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი