"იქნებ მიზეზი ყინულია?" , - რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილს დასცინა » სპორტის ხაზი

"იქნებ მიზეზი ყინულია?" , - რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილს დასცინა

"იქნებ მიზეზი ყინულია?" , - რუსმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილს დასცინა
14-03-2023, 21:57
Aa Aa
გაზიარება:

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი მძიმე წონის ჩემპიონ ალჯამეინ სტერლინგთან მეგობრობს, ამერიკელი მებრძოლი მერაბის მოწვევით სტუმრად საქართველოშიც იმყოფებოდა.

მათ მეგობრობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, ალჯამეინ სტერლინგისა და პიოტრ იანსის ბრძოლის რემატჩის წინ, მერაბმა One Championship-ის მძიმე წონის ჩემპიონ რუს ანატოლი მალიხინთან სანაძლეო დადო, რომ ალჯო იანს მოუგებდა - ხსენებულ სანაძლეოში დამარცხებულს კი 50 ათასი აშშ დოლარი უნდა გადაეხადა გამარჯვებულისთვის.

საბოლოოდ, სანაძლეო მერაბმა მოიგო, თუმცა კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღია, რაზეც Setanta Sports-თან ისაუბრა.

ახლახანს, ქართველ მებრძოლს რუსმაც უპასუხა და მომხდარი ინციდენტი შემდეგნაირად ახსნა:

"ოთხჯერ მაინც ჩავუგდე ფურცელი, რომელიც გადარიცხვისთვის უნდა შეევსო და ოთხივეჯერ არასწორი ინფორმაცია მომაწოდა, თან ამბობს, რომ ეს საჭირო არ არის.

ახლა მეხუთედ ვიყვანი ბანკში, რათა მისთვის ფული გადამერიცხა, იქ კი მეუბნებიან რომ ესა და ეს ინფორმაციაა საჭიროო - კიდევ ერთხელ მივმართავ მერაბს და ვთხოვ: მომაწოდე ინფორმაცია, რომ ფული გადმოგირიცხო. შენთვის თანხის მოწოდებას ფიზიკურად ვერ ვახერხებ.

მე წინააღმდეგი არ ვარ, რომ მერაბს ფული გავუგზავნო, უბრალოდ ის ამ ინფორმაციას არ მაწვდის. გადაეცით მას, რომ რა ინფორმაციაც საჭიროა მომაწოდოს და ფულსაც გავუგზავნი.

პირადად მე ნოკაუტში არასდროს ვყოფილვარ. არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა ყოველივე ეს ყინულთან დაკავშირებული ინციდენტის და ნოკაუტების ბრალია, ეს გასარკვევია...
", - განაცხადა მალახინმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი