"მბაპეს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გვქონია, მთავარი იყო ეს გაგვეკეთებინა", - კომანი » სპორტის ხაზი

"მბაპეს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გვქონია, მთავარი იყო ეს გაგვეკეთებინა", - კომანი

"მბაპეს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა არ გვქონია, მთავარი იყო ეს გაგვეკეთებინა", - კომანი
14-03-2023, 21:23
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.

განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რეკორდმაისტერის ფრანგმა შემტევმა, კინგსლი კომანმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბაიერნს კილიან მბაპეს შესაჩერებლად განსაკუთრებული გეგმა შემუშავებული არ ჰქონია.

"მბაპეს წინააღმდეგ მასშტაბური გეგმა არ შეგვიმუშავებია. ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ მესისგან მაქსიმალურად მოგვეწყვიტა და გამოგვეთიშა.

როგორც წესი, მაღალ პრესინგს ვთამაშობთ ხოლმე, მაგრამ ამ მატჩში უფრო დაბლაც გვიწევდა ჩამოსვლა, რათა უკან ნაკლები სივრცეები დაგვეტოვებინა
", - განაცხადა კომანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი