"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ...", - დვალიშვილის მიმართვა ჟურნალისტებს » სპორტის ხაზი

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ...", - დვალიშვილის მიმართვა ჟურნალისტებს

"დიდი მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ...", - დვალიშვილის მიმართვა ჟურნალისტებს
14-03-2023, 18:16
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტის გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა ლას ვეგასში UFC Figh Night-ზე პრინციპული მეტოქის დამარცხება შეძლო. ქართველმა მებრძოლმა რუს პიოტრ იანს სძლია და ქართული UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ცხადია, ამ გამარჯვების შემდეგ, მერაბისადმი ინტერესი ძალიან გაიზარდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა ყველა წამყვან ტელევიზიას თუ ჟურნალისტს სურს, რასთან დაკავშირებითაც მერაბმა სპეციალური განცხადება გაავრცელა.

"ძალიან ბევრი ჟურნალისტი მიკავშირდება საქართველოდან ინტერვიუსთვის…

დიდი მადლობა ყურადღებისთვის მაგრამ მე ჩემი საქმე გავაკეთე. გულში რაც მქონდა ისიც ვთქვი იქვე და პრესკომფერენციაზე.

ჩემი ისტორიაც და განვლილი გზაც ცნობილია…. ბოდიში მაგრამ ზედმეტად მომაჩნია ამ ყველაფერზე ყველა ჟურნალისტთან თავიდან საუბარი თან როცა ეხლა სხვა გადადებული საყოფაცხოვრებო ჩემი პირადი საქმეები დამიგროვდა. ამიტომ გული რო არავის დაწყდეს ვერავისთან ვერ ჩავწერ… თუ გინდათ ჩემი მშობლები მოიკითხეთ ვანში და მათთან ჩაწერეთ რამე
", - წერს მერაბი სოციალურ ქსელში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი