"მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიბრძოლებ ტიტულისთვის", - დვალიშვილის პასუხი დანა უაითს » სპორტის ხაზი

"მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიბრძოლებ ტიტულისთვის", - დვალიშვილის პასუხი დანა უაითს

"მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიბრძოლებ ტიტულისთვის", - დვალიშვილის პასუხი დანა უაითს
14-03-2023, 17:20
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ თუ მერაბ დვალიშვილი ალჯამეინ სტერლინგს არ ეჩხუბება, ეს შესაძლოა მისი დასასრული აღმოჩნდეს.

უაითს არ მოსწონს ის იდეა, რომ ქართველი მებრძოლი მეგობართან ბრძოლის ჩატარებაზე უარს ამბობს - ყოველივე ამას ცოტა ხნის წინ, თავად მერაბმაც უპასუხა:

"ჩემს მეგობართან ტიტულისთვის ვერ ვიჩხუბებ. მესმის ყველაფერი, მაგრამ ალჯამეინ სტერლინგი ჩემი ძმა არის. ალჯოს ახლა ჰენრი სეჰუდოსთან აქვს ბრძოლა - მეც მალე დავუბრუნდები დარბაზს, რომ მას მომზადებაში დავეხმარო.

ვფიქრობ, ამის შემდეგ ის ო'მალის შეხვდება, შემდეგ კი როგორც თავად ამბობს წონის ცვლილებას აპირებს, აი ამის შემდეგ ვიბრძოლებ ტიტულისთვის
", - განაცხადა მერაბმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი