მაისაშვილი: “პორტუგალიას ყველა იმედი უნდა მოვუსპოთ” » სპორტის ხაზი

მაისაშვილი: “პორტუგალიას ყველა იმედი უნდა მოვუსპოთ”

მაისაშვილი: “პორტუგალიას ყველა იმედი უნდა მოვუსპოთ”
14-03-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, 19 მარტს საქართველო რაგბიევროპის ფინალურ მატჩში პორტუგალიას დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ფინალს თავისი სპეციფიკა გააჩნია, რაც მას დაძაბულობას მატებს. აქ ნებისმიერი შეცდომა ძვირად ფასობს და მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. გასათვალისწინებელია ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიცაა ამინდი, მაყურებელი, მსაჯობა და ა.შ. ჩვენი ვალდებულებაც ისაა, რომ თამაში ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოვიგოთ.

მართალია, პორტუგალიას მსოფლიო თასზეც ვეთამაშებით, მაგრამ იქამდე დიდი დროა. თანაც ეს სატიტულო მატჩია და მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ. მნიშვნელოვანია, რომ მათაც და ჩვენც დავინახოთ სად არის ქართული რაგბი და სად არიან ისინი. ამ თამაშით პორტუგალიას მსოფლიო თასზე ჩვენთან წარმატების მიღწევის ყველანაირი იმედი უნდა მოვუსპოთ.”

შეგახსენებთ, რომ მატჩი ესპანეთის ქალაქ ბადახოსში 19 მარტს 23:00-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი