"ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ ხვიჩა...", - სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

"ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ ხვიჩა...", - სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა

"ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ ხვიჩა...", - სპალეტიმ ქართველ შემტევზე ისაუბრა
13-03-2023, 20:10
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ Radio Kiss Kiss Napoli-სთან საუბრისას, იტალიური გუნდის ქართველ შემტევზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ატალანტასთან გატანილი ხვიჩას გოლი დიეგოს სტილში იყო გატანილი.

"იქიდან გამომდინარე, რაც კვარაცხელიამ გოლის მომენტში გვაჩვენა, ამჯერად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარადონას სტილის გოლი იყო.

ფეხბურთის ღმერთი ფეხბურთის ღმერთია, მაგრამ კვარა სწორ გზაზეა - ის ვიწრო და მჭიდრო სივრცეებში განსაკუთრებულად მოქმედებს, თან არავინ არასდროს იცის საით გააგრძელებს მოძრაობას, დაართყამს თუ სულაც პასს გააკეთებს
", - განაცხადა სპალეტიმ.

ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 28 შეხვედრაში თავის გამოჩენა 13 გოლითა და ამდენივე საგოლე გადაცემით მოახერხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი