"მთავარი ის კი არაა წინ ვინ მიდგას, არამედ გვერდით" - დავით ნინიაშვილი » სპორტის ხაზი

"მთავარი ის კი არაა წინ ვინ მიდგას, არამედ გვერდით" - დავით ნინიაშვილი

"მთავარი ის კი არაა წინ ვინ მიდგას, არამედ გვერდით" - დავით ნინიაშვილი
14-03-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

Rugby TV-ზე სტუმრად საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ლიონის გამორჩეული მორაგბე, დავით ნინიაშვილი იმყოფებოდა.

ამავე ტელევიზიის საეთერო ბადეში ახალ გადაცემას ვხვდებით, რომლის სახელიც "ჯენტლმენების თამაში" გახლავთ, მისი სადებიუტო სტუმარი კი სწორედ ნინიაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ დავით ნინიაშვილმა რაგბის თამაშისას უპირატესობა გვერდით მყოფ სპორტსმენს მიანიჭა და თქვა, რომ მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ გიდგას გვერდით, ვიდრე ვინ თამაშობს შენ წინააღმდეგ:

"ვფიქრობ, რომ უშუალოდ მოედანზე ყველა ერთია და თავისუფლად შეიძლება, რომ საოცრება ნებისმიერი მოთამაშისგან იხილო. ჩემთვის ასეა, მატჩის მიმდინარეობისას არ მაინტერესებს ვის წინ ვდგავარ, მთავარია ვინ მიჭერს მხარს და ვინ მიდგას გვერდით, მე ასე ვთვლი სწორად." - დავით ნინიაშვილი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი