"ხვიჩა კაშკაშებს - ის გადაადგილდება ისე, როგორც ამას ნეო მატრიცაში აკეთებს" | ESPN » სპორტის ხაზი

"ხვიჩა კაშკაშებს - ის გადაადგილდება ისე, როგორც ამას ნეო მატრიცაში აკეთებს" | ESPN

"ხვიჩა კაშკაშებს - ის გადაადგილდება ისე, როგორც ამას ნეო მატრიცაში აკეთებს" | ESPN
13-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი სპორტული გამოცემის, კერძოდ ESPN-ის გვერდებზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ მომაზდებულ სტატიას ვხვდებით, სადაც კვარას გენიალურ თამაშზეა ყურადღება გამახვილებული:

"ამ შაბათ-კვირას არაერთი გამორჩეული მომენტი ვიხილეთ, თუმცა ჩვენი ფავორიტი ნაპოლის 77-ე ნომრის მშვენება გახდა, რომელზეც არაერთმა სპორტულმა გამოცემამ დაწერა. უბრალოდ, შეხედეთ და დააკვირდით ამ ბიჭს, მისი ჩაცმულობაც კი ძველ 90-იანებს გაგახსენებთ თავისი ჩაწეული გეტრებითა და თავისუფალი მანერით. აღსანიშნავია, რომ მაყურებელი ყოველთვის იბნევა, როდესაც ეს ბიჭი ბურთს იღებს, ამ დროს ხალხი ფიქრობს, - რა ვნახე ახლა?"

"ნეაპოლში კვარაცხელიას კვარადონას ეძახიან და ამ მეტსახელის ლეგიტიმურობა ხვიჩამ ატალანტასთან მატჩში დაამტკიცა. ქართველ ფეხბურთელს სრული უნარი გააჩნია იმისა, რომ ნაპოლის თამაში გაამრავალფეროვნოს და გააძლიეროს, ის უბრალოდ ბრწყინვალეა. მისი გოლი ატალანტას კარში აბსოლუტურად აუხსნელი მოვლენაა, კვარაცხელია ისე მოძრაობდა მარცხნივ და მარჯვნივ (თანაც შესაბამისი სისწრაფითა და ტემპით), რომ გეგონებოდათ ნეოს უყურებდით, რომელიც მატრიცაში გადაადგილდებოდა."

"ამ ეტაპზე ნაპოლი სერია A-ს სრული დომინაციით ლიდერობს და ეჭვგარეშეა, რომ მსგავსი რეალობის შემოქმედი, უპირველეს ყოვლისა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ნეაპოლური გუნდის თამაშში ბრწყინვალება, სიკაშკაშე და მომხიბვლელი ქაოსი შეაქვს."
- წერს ESPN

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს მთელი 68 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ ინტერს 18 ქულით უსწრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი