"იმდენი ხარისხი მაინც გვაქვს, რომ ნაპოლის დამარცხების იმედი გვქონდეს" - აინტრახტის მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"იმდენი ხარისხი მაინც გვაქვს, რომ ნაპოლის დამარცხების იმედი გვქონდეს" - აინტრახტის მწვრთნელი

"იმდენი ხარისხი მაინც გვაქვს, რომ ნაპოლის დამარცხების იმედი გვქონდეს" - აინტრახტის მწვრთნელი
14-03-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრას ხვალ, 00:00 საათზე ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ საკუთარ კედლებში გამართავს. ლუჩანო სპალეტის გუნდი გაცილებით კარგ მდგომარეობაშია, ვიდრე მისი მეტოქე, რადგან გერმანიაში 0:2 სწორედ იტალიელებმა მოიგეს.

ამავე მატჩის პრესკონფერენციაზე გერმანელთა მხრიდან მთავარმა მწვრთნელმა, ოლივერ გლასნერმა და განაპირა მცველმა, ფილიპ მაქსმა ისაუბრეს:

"ჩვენ იესპერ ლინდსტრიომი და კოლო მუანი დაგვაკლდება, რაც უმნიშვნელო ნამდვილად არ იქნება, თუმცა იმდენი ხარისხი მაინც გაგვაჩნია, რომ ნეაპოლური გუნდის დამარცხების იმედი გვქონდეს. ჩვენი მთავარი ძალა მდგომარეობს იმაში, რომ დანაკლისის მიუხედავად მრისხანე მეტოქეების დამარცხება შევძლოთ." - აინტრახტის მთავარი მწვრთნელი

"მწვრთნელმა სწორად აღნიშნა, ჩვენ ნეაპოლში თეთრი დროშების ასაფრიალებლად და გავარდნასთან შეგუებულები არ მივდივართ. გვსურს ყველა ჩვენმა გულშემატკივარმა იცოდეს, რომ მოედანზე წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით." - ფილიპ მაქსი


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი