"შჩესნის დრო წავიდა, იუვენტუსს მამარდაშვილის დამატება სურს" - ესპანური მედია » სპორტის ხაზი

"შჩესნის დრო წავიდა, იუვენტუსს მამარდაშვილის დამატება სურს" - ესპანური მედია

"შჩესნის დრო წავიდა, იუვენტუსს მამარდაშვილის დამატება სურს" - ესპანური მედია
13-03-2023, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ესპანური Elgoldigital-ისგან ვიგებთ, ტურინის იუვენტუსში ვოიცეხ შჩესნის თამაშით კმაყოფილები არ არიან და მათი მთავარი სამიზნე ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილია, რომელიც იტალიელებს საკუთარი კლუბის აწმყოდ და მომავლად მიაჩნიათ:

"ბოლო პერიოდში ვალენსია საშინელ მდგომარეობაშია როგორც ფინანსურად, ისე სპორტული თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, კლუბს ერთი გამონათება მაინც აქვს და ეს გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერია."

"ლოკომოტივის ექს-ფეხბურთელის თავდაპირველი ფასი 800 000 ევრო გახლდათ, თუმცა მისმა სწრაფმა პროგრესმა ყველაფერი შეცვალა და ახლა მამარდაშვილი 25 მილიონ ევროდ ფასობს, რაც ფინანსურ კრიზისში ჩავარდნილი ვალენსიასთვის სიტუაციის გამოსწორების ადეკვატურ ვარიანტად რჩება."

"ვალენსიასთვის გიორგი მამარდაშვილი არა 25, არამედ 35 მილიონ ევროდ ფასობს, ეს კი ტურინის იუვენტუსს უკვე გათვიცნობიერებული აქვს. იტალიელები შჩესნის თამაშით კმაყოფილები არ არიან და ისეთი მეკარის მონახვა სურთ, რომელიც კლუბის ღირსებას დიდი ხანი კვალიფიციურად დაიცავს, ასეთი კი სწორედ მამარდაშვილია. ტურინელები გიორგიში როგორც აწმყოს, ისე მომავალს ხედავენ."


შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ვალენსიასთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი