დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან დაპირისპირებას ვისურვებდი” » სპორტის ხაზი

დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან დაპირისპირებას ვისურვებდი”

დვალიშვილი: “ამ მებრძოლთან დაპირისპირებას ვისურვებდი”
13-03-2023, 14:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოგეხსენებათ, 12 მარტის გამთენიისას მერაბ დვალიშვილმა ლას ვეგასში UFC Figh Night-ზე პრინციპული მეტოქის დამარცხება შეძლო. ქართველმა მებრძოლმა რუს პიოტრ იანს სძლია.

ბრწყინვალე გამარჯვების შემდგომ დვალიშვილმა დაასახელა, თუ ვინ იქნება მისთვის სასურველი მეტოქე:

“მარლონ ვერასა და კორი სანდაგენგის დაპირისპირება? ამ ბრძოლის გამარჯვებულთან ჩხუბი მინდა. მომწონს. ალჯომაც თქვა, რომ ამ ბრძოლის პირდაპირ ეთერში ნახავდა, ვფიქრობ მეც. თუ UFC ამ ბრძოლას მოინდომებს, დავთანხმდები. ამ ბრძოლის გამარჯვებულთან შეხვედრა ჩემთვის კარგი ვარიანტი იქნება. ვნახოთ, რას გადაწყვეტს UFC. მე ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლისთვის მზად ვარ.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი