Football Espana: “რეალმა მისი დონე კარგად იცის” » სპორტის ხაზი

Football Espana: “რეალმა მისი დონე კარგად იცის”

Football Espana: “რეალმა მისი დონე კარგად იცის”
14-03-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური წყარო, Football Espana წერს, ხვიჩა კვარაცხელია კვლავ მადრიდის “რეალის” რადარებზეა. მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომ, ზაფხულის სატრასნფერო ფანჯრის პერიოდში “ბლანკოსი” კვლავ შეუტევს “პარტენოპეის” ქართველისათვის.

ვნახოთ, რას წერს გამოცემა:

“ხვიჩა კვარაცხელია აგრძელებს იმის დამტკიცებას, თუ რატომ არის დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე. 22 წლის ფეხბურთელი ევროპული ფეხბურთის დონეზე ჯერ კიდევ პირველ სეზონს ატარებს და უკვე ასეთ სანახაობას გვთავაზობს.

მადრიდის რეალმა კარგად იცის კვარაცხელიას ხარისხი და კლუბის მესვეურები, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრამდე აგრძელებენ მისდამი აქტიურ დაკვირვებას.

თუმცა ნაპოლის მისი გაყიდვა არ სურს. კვარაცხელიას კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს. ამის მიუხედავად, მადრიდის „რეალს“ უპირატესობას ის ფაქტიც ანიჭებს, რომ ფეხბურთელი ამ კლუბის გულშემატკივარია, მისი კერპი კი გუტია.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი