"ხვიჩა იმსახურებს ნაპოლის 10 ნომრიან მაისურს" - იტალიელი ჟურნალისტი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა იმსახურებს ნაპოლის 10 ნომრიან მაისურს" - იტალიელი ჟურნალისტი

"ხვიჩა იმსახურებს ნაპოლის 10 ნომრიან მაისურს" - იტალიელი ჟურნალისტი
12-03-2023, 19:30
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ატალანტას კარში გატანილმა ზღაპრულმა გოლმა მთელი მსოფლიო აალაპარაკა, გამონაკლისი არც იტალიელი ჟურნალისტი, პეპე იანიჩელია, რომელმაც კვარასადმი ახალი იდეა წარმოშვა.

მისი აზრით, ქართველი ფეხბურთელი თავისი გენიალური თამაშით იმსახურებს, რომ ნაპოლის 10 ნომრიანი მაისური ეცვას, რომელიც დიდი ხნის წინ თვით დიეგო არმანდო მარადონას ეკუთვნოდა:

"კვარა შედევრს შედევრზე გვთავაზობს, რაც აღნიშვნის ღირსია. მომწონს იდეა, რომ კვარას ნაპოლიმ 10 ნომერი გადასცეს, ამით კი ამ ბიჭისადმი პატივისცემა გამოხატოს. მართალია, ნაპოლის ეს ნომერი დიეგოს საპატივსაცემოდ უკვე დიდი ხანია ხმარებიდან ამოღებული აქვს, თუმცა კვარაცხელიამ ეს დაიმსახურა. ქართველი ფეხბურთელისთვის 10 ნომერი უდიდესი პატივი იქნებოდა, რაც მას ნაპოლის ოლიმპოს მარადიულ მთაზე აყვანას გაუადვილებდა."

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი